თეგებით ძიება

გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის? - მაია ბუწაშვილის სპეციალური განცხადება

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი გაზიანი სასმელების შესახებ არსებულ მითს ეხმიანება.

მისი თქმით, გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში:

,,ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული მინერალური წყალი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე იმაშია, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან გონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა