თეგებით ძიება

ტრაგედია, რომელმაც რუის-ურბნისის „ხევისბერის“ ბედი შეცვალა - ემოციური ისტორია

ყინ­წვი­სის მა­მა­თა მო­ნას­ტრ­ის სასულიერო პირის, მამა ნე­ო­ფი­ტეს (დაშ­ნი­ა­ნი) სა­ხელს უკავშირდება, არაერთი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრის როგორც რეს­ტავ­რი­რე­ბა, ასე­ვე, მშე­ნებ­ლო­ბა.

მამა ნეოფიტე (ერისკაცობაში ნუგზარ დაშნიანი) 1960 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ქ. თბილისში და 2022 წლის 15 აპრილს, საფრანგეთში, ქ. ლიონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. დასაფლავებულია კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის (ყინწვისის მამათა მონასტერთან) ტაძრის ეზოში.

მეორმოცე დღეს, გარდაცვლილის სულისთვის წირვა-ლოცვა,  მეუფე იობმა (მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი) აღავლინა.

მამა ნე­ო­ფი­ტეს, რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ა­ში „ხე­ვის­ბე­რის" ტი­ტუ­ლი აქვს. ნი­შან­დობ­ლი­ვია ის ფაქ­ტი, რომ დედა - ნინო დაშ­ნი­ა­ნი (მარინა), სქემმო­ნა­ზო­ნი იყო, რომელიც რუის-ურ­ბნი­სის დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში გა­ნის­ვე­ნებს.

მამა ნეოფიტეს და, ნინო დაშნიანი, „პრაიმტაიმს“, „ხევისბერის“ ტრაგიკულ წარსულზე, ბერულ ცხოვრებაზე და აღსრულებულ სასწაულებზე ესაუბრება:

ჩემი უფროსი ძმა, ნიკოლოზ (ერისკაცობაში ნუკრი) დაშნიანი, 1984 წლის 16 მაისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამ დღიდან დაიწყო, ჩვენი ოჯახის ტრაგედია.

მწუხარებაში მყოფი დედა, მომავალში დედა ნინო, ამ დროისთვის ძალიან დამძიმდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ერთი წლის თავზე, დედამ მოითხოვა მიეყვანათ მამაო, რომ იქნებ როგორმე შეძლებოდა, სულის სიმშვიდის მოპოვება.

მოიყვანეს მამა სოკრატე, რომელმაც მისი ლოცვით შეძლო და ფეხზე დააყენა. პატრიარქი გამუდმებით ანუგეშებდა და აძლიერებდა დედას.

აქედან დაიწყო, დედას ეკლესიური ცხოვრება. 

1990 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა მამა, ზურიკო დაშნიანი. ამის შემდეგ, დედა, პატრიარქმა აღკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი - დედა ქრისტინე.

2000 წელს, დედა ქრისტინე მეუფე იობმა სქემმონაზვნად აღკვეცა, რუის-ურბნისის ეპარქიაში, კერძოდ ურბნისის სიონის ტაძარში და ეწოდა სახელად დედა ნინო.

2003 წელს, 33 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ჩემი ტყუპისცალი დათო დაშნიანი. ეს იყო, დაშნიანების საგვარეულოს კიდევ ერთი, უდიდესი ტრაგედია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა