თეგებით ძიება

კობახიძის ფილოსოფიით, ქართველი პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი მონები კი კარგი ტიპები არიან - კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი "ქართულ ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ქაჯობა უწოდა კრუიზით ბათუმში რუსი ტურისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ პროტესტს.

"გუშინ ნამდვილმა ქართველმა პატრიოტებმა ბათუმიდან „რუსკი კარაბლი“ გააბუნძულეს. გამოგორდა ივანიშვილის მთავარი მონა კობახიძე და ამ პატრიოტებს, ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილს, ქაჯები უწოდა. ეს ის კობახიძეა, ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი, გავრილოვი რომ ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში საკუთარი სავარძელი დაუთმო, რაც პოლიტიკური მეძავობის უმაღლესი გამოვლინება იყო.

"კობახიძის ფილოსოფიით, ქართველი პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი მონები კი კარგი ტიპები არიან!

ამ პატარა ისტორიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რუსული ოცნება“, აბსოლუტურად ღიად, არამარტო რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში, ქართული საქმის დაზიანების ხარჯზე, არამედ პირდაპირ მუშაობს რუსული საქმის დამნერგავ ცენტრად.

მიკვირს იმ მოსახლეობის 25 %-ის, ვინც 300-500 თუნდაც 800-ლარიან ხელფასს იმაში იღებს, რომ 4 წელიწადში ერთხელ ხმას აძლევს „ოცნებას“ და შიშის და მოსყიდვის მეშვეობით, ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. „რუსული ოცნება“ ამ „გადაგდებული ძვლის “ დაკარგვის შიშში ამყოფებს მოსახლეობის 25%-ს. გამოდის, რომ ხელისუფლება ღალატის გზაზე აყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს.

როგორც კი ჩვენ, თქვენი დახმარებით შევცვლით ამ ხელისუფლებას, მოსახლეობას გავათავისუფლებთ ყველანაირი, მათ შორის, პირველ რიგში, საარსებო წყაროს, ანუ შემოსავლის დაკარგვის შიშისგან და ამ მოღალატე ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან შემოვიღებთ მინიმალურ ხელფასს, რომელიც იქნება 400 დოლარი, ხოლო საშუალო ხელფასი საქართველოში 1000 $-დან დაიწყება", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა