თეგებით ძიება

გოგონა, რომელიც 4 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა

აშშ-ში, გოგონა, რომელიც 4 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

2019 წლის 15 სექტემბერს, 14 წლის ალისია ნავარომ სახლში წერილი დატოვა, სადაც ეწერა - "მე გავიქეცი. დავბრუნდები, გპირდებით. ბოდიში". ამ დღის შემდეგ გოგონა დაკარგულად ითვლებოდა.

მომხდარიდან თითქმის 4 წლის შემდეგ, ამერიკა-კანადის საზღვრიდან 64 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ განყოფილებაში ალისია თავად გამოცხადდა. უცნობია სად იმყოფებოდა იგი ამ დროის განმავლობაში, თუმცა პოლიციის ცნობით "ჯანრმთელი და ბედნიერია".

„სასწაულები ნამდვილად ხდება" - წერს გოგონას დედა სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა