„მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს! სულ თვალთახედვის არეში გყავდეთ!..“ - ასტროლოგი მშობლებს აფრთხილებს
ასტროლოგი, ქეთი ვაწაძე საზოგადოებას ბავშვებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
„ჩემო მეგობრებო, ადრეც დავწერე ეს გაფრთხილება და ახლაც მინდა შეგახსენოთ, – მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს! მუდმივი მეთვალყურეობა… სულ თვალთახედვის არეში უნდა გყავდეთ, მით უფრო უახლოესი თვეების განმავლობაში.
უბედური შემთხვევებისგან არასდროს ვართ დაცულნი, მაგრამ წელს, ეს ბავშვების თემა ძალიან გააქტიურდა ნეგატიური კუთხით, რასაც ეს ლილიტის ტრანზიტი ლომში უწყობს ხელს. თქვენც ხედავთ ყოველდღიურად რაც ხდება.
ეს არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ყურადღება ყველას გვმართებს.
ბედნიერ, მზიან დღეებს გისურვებთ…“ - აცხადებს ასტროლოგი.