გერმანიაში მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მამაკაცს მიგრანტები ფურგონით გადაჰყავდა. ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გორლიცის მახლობლად ჩაატარეს. დაკაცებულია 43 მიგრანტი - თურქები და ავღანელები, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. საქართველოს დაკავებული მოქალაქის საქმეს მოგვიანებით მაგისტრი მოსამართლე განიხილავს.