უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატოზე თავდასხმა იქნება - სენატორი ლინდსი გრემი
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატოზე თავდასხმა იქნება.
„ჩემს რუს მეგობრებს, რომლებიც საუბრობენ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს იქნება თავდასხმა ნატოზე, უკრაინის ნატოს ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით. დროა გამოფხიზლდეთ, გააცნობიეროთ, რომ თქვენი ბარბაროსული შეჭრა უკრაინაში არ მუშაობს, გაიყვანეთ [ჯარები] და გადაარჩინე ბევრი რუსი ახალგაზრდა უაზრო სიკვდილისგან“, - აღნიშნა სენატორმა.
31 ივლისს, თეთრმა სახლმა გააკრიტიკა დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა ბირთვულ იარაღს შეიძლება მიმართოს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნულ რიტორიკას უგუნური და უპასუხისმგებლო უწოდა.