"კვადრატულის ფასი 3000 დოლარს აჭარბებს" - თბილისის რომელ უბნებში ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი
2025 წლის ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, წინა თვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ, მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორად ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის მიხედვით, მოცემულ პერიოდში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 232 შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 26. 7%-იან ზრდას აჩვენებს.
„გალთ ენდ თაგარტის“ თანახმად, ბოლო ინფორმაციით, თბილისში ბინა (თეთრი კარკასი) ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ყველაზე იაფი კი ვაშლიჯვარში ღირს.
უფრო კონკრეტულად, 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი დედაქალაქის უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- მთაწმინდა - 3029 აშშ დოლარი;
- ვაკე - 2571 აშშ დოლარი;
- ჩუღურეთი - 1931 აშშ დოლარი;
- საბურთალო - 1584 აშშ დოლარი;
- კრწანისი - 1546 აშშ დოლარი;
- დიდუბე - 1346 აშშ დოლარი;
- ისანი - 1295 აშშ დოლარი;
- ნაძალადევი - 1149 აშშ დოლარი;
- სამგორი - 1071 აშშ დოლარი;
- დიდი დიღომი - 1057 აშშ დოლარი;
- გლდანი - 1028 აშშ დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 1021 აშშ დოლარი.