თეგებით ძიება

მეცნიერებმა ახალი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი დააფიქსირეს

მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით ახლომდებარე პლანეტაზე მოულოდნელად წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, სახელად AU Microscopii, ანუ AU Mic, დააფიქსირეს. ის მზის სისტემის გარეთ დედამიწიდან 32 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, რომელიც შედარებით ახლოსაა (ასტრონომიული გაანგარიშებით). ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პლანეტარული სისტემის სახლია, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა. ვარსკვლავი 100 მილიონ წელზე ნაკლები ასაკისაა, რაც 4,6 მილიარდი წლის მზის ასაკის მხოლოდ ნაწილს შეადგენს. 

მეცნიერებმა სისტემა 2020 წელს NASA-ს მაშინდელი კოსმოსური ტელესკოპით „სპიცერით“ და ტრანზიტული ეგზოპლანეტების კვლევის თანამგზავრით დაკვირვების დროს აღმოაჩინეს. ვარსკვლავის სიკაშკაშით ასტრონომების მცირე დაინტერესებამ აიროვანი სამყაროს არსებობა გამოავლინა. 

როდესაც ასტრონომები ეგზოპლანეტის ერთ ორბიტას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით დააკვირდნენ, რასაც 846 დღე სჭირდება, ყველაფერი ნორმალურად ჩანდა. შემდეგ, ტელესკოპით სისტემა წელიწადნახევრის შემდეგ დაათვალიერეს. ასტრონომები გაოცდნენ, როდესაც დაინახეს, რომ AU Mic b - ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტა, ვარსკვლავის გამოსხივების დიდ ნაწილს უძლებს, რომელიც შემდეგ პლანეტის წყალბადის ატმოსფეროში ორთქლდება. სისტემაში სულ მცირე ორი ცნობილი ეგზოპლანეტაა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტიც აღმოჩნდეს. 

„ნამდვილად ველოდით რაღაც ძალიან პროგნოზირებადს, განმეორებადს. თუმცა არასდროს გვსმენია, რომ კოსმოსში ატმოსფერული აირების გამოყოფა ძალიან შესამჩნევი გამხდარიყოს ისეთ მოკლე პერიოდში, როდესაც პლანეტა თავისი ვარსკვლავის წინ მოძრაობს“, - თქვა კვლევის ავტორმა კილი როკკლიფმა.

„წითელი ჯუჯები“ ირმის ნახტომის ვარსკვლავების ყველაზე გავრცელებული ტიპია და ბევრი მათგანი პლანეტების მასპინძელი აღმოჩნდა. ეს ვარსკვლავები მზისგან განსხავავებით უფრო პატარა ზომისაა და გრილია. რადიაციის დროს AU Mic b-ს ატმოსფერო იმ დონემდე თბება, რომ ის გაურბის პლანეტის გრავიტაციას და კოსმოსში ფეთქდება.

ასტრონომები ცდილობენ დაადგინონ, აქვთ თუ არა წითელ ჯუჯა ვარსკვლავებთან ახლოს არსებულ პლანეტებს შანსი, შეინარჩუნონ ატმოსფერო ასეთი გამოსხივების ფონზე და არის თუ არა საცხოვრებლად შესაბამისი პირობები. 

„გვინდა გავარკვიოთ, რა სახის პლანეტებს შეუძლიათ ამ გარემოში გადარჩენა. როგორი იქნებიან ისინი საბოლოოდ ან საერთოდ გადარჩებიან თუ უბრალოდ გადამწვარ პლანეტებად დარჩებიან? კარგავენ ისინი საბოლოოდ ატმოსფეროს უმეტეს ნაწილს და მათი გადარჩენილი ბირთვები სუპერდედამიწებად იქცევიან? ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, როგორ გამოიყურება ეს საბოლოო კომპოზიციები, რადგან მსგავსი არაფერი გვაქვს მზის სისტემაში,“ - თქვა კვლევის თანავტორმა კიილი როკკლიფმა.

ასტრონომები ცდილობენ დაადგინონ, პლანეტაზე გამოყოფილი ატმოსფერული აირების სხვაობები ვარსკვლავის ცვალებადობით არის განპირობებული თუ ვარსკვლავური ქარის გამო ხდება შესაძლებელი აორთქლებადი ატმოსფეროს ხილვა გარკვეულ დროს, ხოლო სხვა მომენტში კი - დამალვა. ასტრონომები სისტემას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით უფრო ინტენსიურად დააკვირდებიან, რათა თვალყური ადევნონ, თუ როგორ შეიცვლება პლანეტა მომავალში.

წყარო: https://edition.cnn.com/2023/07/31/world/hubble-au-mic-exoplanet-atmosphere-scn/index.html 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა