„დღეს ჩვენმა მაშველებმა ვერ გადაარჩინეს სიცოცხლე, ვერ ჩაიდინეს გმირობა, იმიტომ რომ არ ქონდათ არაფერი, რაც ამას შეაძლებინებდათ და მხოლოდ ჭირისუფლობის პატივი ერგოთ…“ - გია ხუხაშვილი
ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მაშველების შესახებ წერს.
„მაშველი არ არის უბრალოდ პროფესია. ეს არის მისია - გადაარჩინო სიცოცხლე!
ერთი გადარჩენილი ადამიანი მთლიანად გადაწონის მთელ იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც შეიძლება მიიღოს მაშველმა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ამ ისტორიით ეზიარება მარადისობას შვილების და შვილიშვილების მიერ მოყოლილ საამაყო ისტორიაში.
ხოლო იმისთვის, რომ მან თავისი მისია შეასრულოს, სჭირდება შესაბამისი ცოდნა, აღჭურვილობა და კომპეტენტური და არა სტიქიის ზონაში ბახილებით მომარიაჟო ხელმძღვანელობა…
დღეს ჩვენმა თავგანწირვისთვის მზადყოფნაში მყოფმა მაშველებმა ვერ გადაარჩინეს სიცოცხლე, ვერ ჩაიდინეს გმირობა, ვერ იქცნენ მისაბაძ ლეგენდად მომავალი თაობებისთვის, იმიტომ რომ არ ქონდათ არაფერი, რაც ამას შეაძლებინებდათ და მხოლოდ ჭირისუფლობის პატივი ერგოთ…
გული არ გაიტეხოთ ბიჭებო! ჩვენ ვიცით რომ თქვენ მზად ხართ გმირობისათვის სიცოცხლის გადასარჩენად და როცა შესაბამისი ხელშეწყობა გექნებათ, გახდებით კიდეც“, - წერს ხუხაშვილი.