„კომუნისტებზე სენტიმენტებს და მათ სტანდარტებზე ბრიყვულ ნოსტალგიას ჯობია მთავრობას სწორი კითხვები დავუსვათ“ - ეკა კვესიტაძე
როდის უნდა მორჩეს ამ აუტანლად სულელური აზრების ტირაჟირება, რომ კომუნისტები მაგრები იყვნენ - ამის შესახებ სოციაურ ქსელში ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე წერს და საზოგადოებას კომუნისტებზე ბრყვული ნოსტალგიის ნაცვლად, მთავრობისთვის სწორი კითხვების დასმას ურჩევს.
„როდის უნდა მორჩეს ამ აუტანლად სულელური აზრების ტირაჟირება, რომ კომუნისტები მაგრები იყვნენ, სწორად გეგმავდნენ ყველაფერს და მაგათი აშენებული კოტეჯები თუ ტურბაზები მაგარი იყო. საიდან მოდის ეს გიჟური აზრები კომუნისტების პროფესიონალიზმზე. ადამიანების სიცოცხლეს კომუნისტების დროს რომ ჩალის ფასი ჰქონდა, ეგეთი უნდა. მაგ კოტეჯებში, მდინარესთან რომ იდგა, მე ვისვენებდი ბავშვობაში და დღემდე მახსოვს მდინარის საშინელი ხმაური ღამ-ღამობით. კოშმარად დამრჩა. სხვათაშორის, მაშინაც მეწყერი მოხდა და მაშინაც ვერტფრენებით გადმოგვაფრინეს.
კომუნისტებზე სენტიმენტებს და მათ სტანდარტებზე ბრიყვულ ნოსტალგიას ჯობია მთავრობას სწორი კითხვები დავუსვათ, თორემ
სულ ასე ვიქნებით“ - წერს კვესიტაძე.