თეგებით ძიება

„დეკანოზი დავით ისაკაძე არის საპატრიარქოს სახე და აზანზარებს საპატრიარქოს!“ - ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებას ეხმაურება და წერს.

„დეკანოზი დავით ისაკაძე არის საპატრიარქოს სახე და ერთერთი გავლენიანი და აღზევებული მღვდელი საქ. მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელსაც საკუთარი მორჩილი მღვდლების დიდი დაჯგუფება აქვს და აზანზარებს საპატრიარქოს. ტვ კავკასია რომ დაარბია და დაამტვრია თავპირი დავით აქუბარდიას, ორ დღეში ილია მეორემ მიტრის ტარების უმაღლესი სამღვდელო პატივით დააჯილდოვა!“ - წერს ილია ჭიღლაძე.

ცნობისთვის, დეკანოზმა, დავით ისაკაძემ ქადაგების დროს განაცხადა, რომ ის რაც შოვში მოხდა არის სასჯელი იმის გამო, რომ ერთი წლის წინ, იქ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა, რომელიც სატანისტურია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა