თეგებით ძიება

ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს - უსამართლობა - რას ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე?

შინდისის 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს - უსამართლობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს - უსამართლობა. 5 ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასეა ისტორიის განმავლობაში. ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ და მათზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა