თეგებით ძიება

პალეონტოლოგებმა ეგვიპტის ქვიშაში 41 მილიონი წლის წინ მცხოვრები ვეშაპის ნამარხი აღმოაჩინეს

სავარაუდო სიგრძით 2,5 მეტრი და სხეულის მასით, დაახლოებით, 187 კილოგრამი - პალეონტოლოგებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს ვეშაპის გადაშენებული სახეობა, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა 41 მილიონი წლის წინ, როდესაც ვეშაპების წინაპრები ხმელეთიდან ზღვაში ინაცვლებდნენ საცხოვრებლად. ამის შესახებ on.ge უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

ჯგუფმა სახეობას უწოდა Tutcetus rayanensis; სახელის პირველი ნაწილი მიემართება ეგვიპტის ცნობილ ფარაონ ტუტანხამონს, ხოლო მეორე ნაწილი — ვადი ელ-რაიანის დაცულ ტერიტორიას, სადაც აღმოჩენა გაკეთდა.

Tutcetus არის ყველაზე პატარა სახეობა, რომელიც აქამდე უპოვიათ ბაზილოსაურიდებიდან, უძველესი ცნობილი ვეშაპებიდან, რომლებიც მხოლოდ წყალში ცხოვრობდნენ.

გუნდის ლიდერმა, ჰეშამ სალამმა, კაიროს ამერიკული უნივერსიტეტიდან (AUC), განაცხადა, რომ ეს არის "აღსანიშნავი აღმოჩენა, რომელიც გვიჩვენებს წყლის ცხოვრების წესზე სრულად გადასვლის ერთ-ერთ პირველ ფაზას".

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Communications Biology-ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა