თეგებით ძიება

ქალმა, რომელიც ლატარიას 20 წლის განმავლობაში ერთნაირი ნომრებით თამაშობდა, ჯეკპოტი მოიგო

ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მცხოვრები ქალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ლატარიას ერთნაირი ნომრებით თამაშობდა და თლატარიის ბილეთში ყოველთვის ოჯახის წევრების დაბადების აღმნიშვნელ თარიღებს წერდა, ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო UPI წერს.

თამარა ლუფინჰაუსმა 17 ივლისს ნაყიდ ლატარიის ბილეთში იგივე რიცხვები ჩაწერა, რომლებსაც ყოველთვის წერდა. ქალმა გამარჯვების შესახებ ვაიომინგში, მშობლების სახლში სტუმრობის დროს შეიტყო. 

„მშობლების სახლში ვიყავი და მამასთან ერთად ყავას ვსვამდი, როცა მან ლატარიაში გამარჯვებული ნომრების კითხვა დაიწყო. ვთხოვე, რომ კიდევ ერთხხელ წაეკითხა და დავრწმუნდი, რომ 200 000 დოლარი მოვიგე. ეს ოჯახური შეკრებისთვის შესანიშნავი საჩუქარი იყო“, - იხსენებს ქალი. 

თამარა აპირებს, რომ მოგებული თანხის  ნაწილით იტალიაში იმოგზაუროს, სადაც მისი დიდი ბაბუა დაიბადა. „ყოველთვის მინდოდა მენახა ადგილი, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ და სურვილი ამიხდა“ - ამბობს ქალი. 

შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერილენდის შტატში მცხოვრები მამაკაცი ათი წლის განმავლობაში ლატარიას ერთნაირი ნომრებით თამაშობდა და მილიონი დოლარი მოიგო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა