თეგებით ძიება

„რამდენიმე საათში მომხდარი ბედნიერი ამბები!!!“ - აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ შშმ პირისთვის დახმარებას ითხოვდა, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„რამდენიმე საათში მომხდარი ბედნიერი ამბები!!!

ბავშვების დედას, უკვე სულ ახალი,  ელექტრო ეტლი აქვს. იმოძრავებს უფრო  თავისუფლად და აღარ გაუჭირდება გადაადგილება.

გადავიხადეთ ბინის ქირა და აღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს. ყოველთვის ექნებათ საჭმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ყველა საჭირო საოჯახო ნივთი.

აზრზე არ ხართ რა ბედნიერები არიან.

მოეშვათ გულზე  ადამიანებს და ადამიანურად გააგრძელებენ ცხოვრებას.

ვეცდებით და იქნებ მკურნალობასაც როგორმე დაექვემდებაროს.

არც კი სჯერათ და დავტოვეთ ბედნიერები და თვალცრემლიანები. ჩვენ სულ გვერდით ვეყოლებით და სულ დავეხმარებით.

ყვეეელას დიიიიიდი მადლობა, უზარმაზარი იმედის ანთებაში მონაწილეობისთვის.

ყველაფერი უკეთ იქნება, იმიტომ, რომ 

#სიკეთეგადამდებია“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა