8 ყველაზე სასტიკი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი კაცობრიობის ისტორიაში
წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე უმტკიცებენ, რომ გოგონაა, ან ადამიანი, რომელსაც ელექტროშოკით აწამებენ და აიძულებენ, რომ ცოცხალ ვირთხას თავი მოაჭრას.. სანამ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება არსებობს, უამრავი ექსპერიმენტი ხორციელდება. ზოგი სასაცილოდ და ერთგვარ თამაშად გვეჩვენება, ზოგი კი შიშის ზარს გვცემს. გთავაზობთ ცხრა ყველაზე ძალადობრივ და უაზრო ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს კაცობრიობის ისტორიაში.
1. ბიჭის გოგოდ „გადაკეთება“ (1965-2004 წ.)
წარუმატებელი ოპერაციის შედეგად 8 თვის ბრიუს რუმერმა სასქესო ორგანო დაკარგა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ფსიქოლოგმა ჯონ მონიმ ბრიუსის მშობლებს ურჩია,რომ მომხდარს შეგუებოდნენ და ბიჭი გოგოსავით გაეზარდათ. ასე იქცა ბრიუსი ბრენდად, ჯონ მონი ექსპერიმენტზე დამკვირვებლად. ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურად მიდიოდა, სანამ მშობლებმა ბრენდასთვის სიმართლის გამხელა არ გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ცბრიუს-ბრენდას ხოვრება მთლიანად დაინგრა. ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სამჯერ სცადა. შეწმდეგ მამაკაცურ ცხოვრებასთან დაბრუნება დააპირა, სახელი შეიცვალა და დაქორწინდა კიდეც, თუმცა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. 38 წლის ასაკში, სასტიკი ექსპერიმენტის მსხვერპლმა ცოლთან განქორწინების შემდეგ თავი მოიკლა.
2. ექსპერიმენტი, რომელმაც ადამიანებამდე ვერ მიაღწია 1960 წ.
საბედნიეროდ, დოქტორი ჰარი ჰარლოუს ექსპერიმენტი მაიმუნების ეტაპზე შეწყდა. ექსპერიმენტი დედისთვის შვილის წართმევას და ბავშვის სრულ მარტოობაში გაზრდას გულისხმობდა. მაიმუნების შემთხვევაში, დედასთან დაბრუნებულ ნაშიერს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა გამოუვლინდა, ამიტომ ექსპერიმენტი დროზე ადრე დასრულდა.
3. მილგრემის ექსპერიმენტი (1974)
მილგრემის ექსპერიმენტის მიზანი იყო დაედგინა, რამდენად დიდი ტანჯვის მიყენება შეუძლიათ ადამიანებს სხვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი პროფესიული მოვალეობაა. ექსპერიმენტში მონაწილეობდა მკვლევარი, ექსპერიმენტის მონაწილე „მასწავლებელი“ და ესპერიმენტში მონაწილე „მოსწავლე“. „მასწავლებელს“ განუმარტეს, რომ ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ინფორმაციის დამახსოვრების ახალი მეთოდების აღმოჩენა იყო, თუმცა მალე უბრალო ექსპერიმენტი წამებად იქცა. „მოსწავლეს“ მოცემული სიიდან სიტყვები უნდა დაემახსოვრებინა, „მასწავლებელს“ კი მისი მეხსიერება უნდა შეემოწმებინა და შეცდომის შემთხვევაში, დენის დარტყმით დაესაჯა. თანაც ყოველ ჯერზე დენის სიმძლავრე უნდა გაეზარდა. შედეგები საშინელი იყო: „მასწავლებლების“ 65%-მა 450 ვოლტს მიაღწია. ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა ადამიანების უუნარობა (ამ შემთხვევაში „მასწავლებლების“) შეწინააღმდეგებოდნენ ხელმძღვანელს (მკვლევარს), რომელიც ავადლებულებდა „მუშაობის“ გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ „მოსწავლეს“ ზიანი ადგებოდა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ცნობიერში ღრმად არის გამჯდარი ავტორიტეტების მორჩილება, შინაგანი კონფლიქტისა და მორალური დილემის შემთხვევაშიც კი.
4. შეძენილი უმწეობა (1966 წ.)
ფსიქოლოგებმა მარკ სელიგმანმა და სტივ მაიერმა ეს სასტიკი ექსპერიმენტი ადამიანების ოთხფეხა მეგობრებზე ჩაატარეს. ძაღლები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფისთვის არაფერი დაუშავებიათ, მეორე ჯგუფის ძაღლებს დენს ურტყამდნენ, მაგრამ ამის შეჩერება ბერკეტზე თათის დაჭერით შეიძლებოდა, მესამე ჯგუფს კი ყველაზე მეტად არ გაუმართლა - მათ დანის დარტყმის აცილება არ შეეძლოთ და იტანჯებოდნენ. რაღაც დროის შემდეგ მესამე ჯგუფის გალიები გაიხსნა, მაგრამ არცერთ ძაღლს გამოსვლა არ უცდია - ისინი ტანჯვას აღიქვამდნენ როგორც გარდაუვალ სასჯელს.
5. როცა შეძახილმა ხე გაახმო (1939 წ.)
აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა ვენდელ ჯონსონმა თავის კურსდამთავრებულთან, მერი ტუდორთან ერთად ობოლ ბავშვებზე სასტიკი ექსპერიმენტი ჩაატარა. 22 ბავშვი ორ ჯგუფად გაყვეს. ერთ ჯგუფში შემავალ ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ მათი მეტყველება უნაკლოა, მეორე ჯგუფში შემავალ ბავშვებს კი არწმუნებდნენ, რომ ბორძიკით ლაპარაკობენ და საშინელი ენაბლუობა აქვთ. სინამდვილეში ყველა ბავშვი კარგად საუბრობდა, მაგრამ მეორე ჯგუფის ბავშვებს განუვითარდათ ენაბლუობა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვათ.
6. „პატარა ალბერტი“ (1920 წ.)
ამ ექსპერიმენტის ავტორი ფსიქოლოგის დოქტორი ჯონ უოტსონი გახლდათ. 9 თვის ალბერტს ორი თვის განმავლობაში სათამაშოდ აძლებდნენ თეთრ სათამაშო ვირთხას, სათამაშო თეთრ კურდღელს, ბამბას, სანტა კლაუსს და ა.შ. 2 თვის შემდეგ, როდესაც ბავშვი სათამაშოებს კარგად შეეჩვია, სათამაშო ვირთხასთან შეხების დროს ბავშვის ზურგსუკან განგაშის სიგნალი ირთვებოდა. საბოლოოდ, ალბერტს არა მხოლოდ თეთრი ვირთხის, არამედ თეთრი კურდღლის, ბამბის და სანტა კლაუსის მიმართ ფობია ჩამოუყალიბდა, რაცმთელი ცხოვრება სტანჯავდა.
7. ლენდისისის ექსპერიმენტი (1924 წ.)
1924 წელს მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, კარნი ლედისმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომ დაედგინა, იწვევდა თუ არა განსხვავებული ემოციები სახის მხოლოდ ამ ემოციისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამომეტყველებას. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა ექნებოდა თუ არა სხვადასხვა ადამიანს ერთი და იგივე ემოციის (შოკის, სიძულვილის, ბედნიერების და ა.შ) განცდისას ერთი და იგივე სახის გამომეტყველება!
ექსპერიმენტში მონაწილეების უმეტესობას სტუდენტები შეადგენდნენ. მათ სახე შავი ზოლებით მოუხატეს, რათა კუნთების მოძრაობა უკეთ დაენახათ. სტუდენტებს აყურებინებდნენ პორნოგრაფიას, ასუნთქებინებდნენ ამიაკს და ბაყაყებით სავსე ვედროში ხელს აყოფინებდნენ, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ცოცხალი ვირთხისთვის თავის მოჭრა. სტუდენტები ცდილობდნენ, რომ დავალების შესრულების დროს პატარა ცხოველები არ ეწამებინათ, მაგრამ ისინი სიცოცხლეს წრიპინით ემშვიდობებოდნენ. მათ ნაცვლად, ვინც ვირთხისთვის თავის მოჭრაზეუარი თქვა, დავალებას თავად ლენდისი ასრულებდა. სწაბოლოოდ ექსპერიმენტმა არ გაამართლა ვარაუდი, რომ ერთნაირი ემოციების განცდისას ადამიანებს სახის ერთნაირი გამომეტყველება აქვთ, სამაგიეროდ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ყველანაირი საშინელების ჩადენა თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.
8. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი (1971 წ.)
ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ ფსიქოლოგიის განყოფილების სარდაფში ციხის ძალიან რეალისტური იმიტაცია შექმნა და 24 მოხალისე სტუდენტი "პატიმარებად" და "ბადრაგებად" დაჰყო. თავიდან სტუდენტები დაიბნენ, მაგრამ ექსპერიმენტის მეორე დღეს ყველამ თავისი როლი მოირგო. მალე „პატიმრების“ ამბოხება „ბადრაგებმა“ სასტიკად ჩაახშეს. თანდათან კონტროლის სისტემა იმდენად გამკაცრდა, რომ „პატიმრებს“ მარტო ტუალეტშიც კი არ ტოვებდნენ. წაიღო. როდესაც "პატიმრებს" სახელები ჰკითხეს, ბევრმა მათგანმა თავისი ნომერი დაასახელა. „პატიმრები“ ისე შეეჩვივნენ თავიანთ როლებს, რომ თავს უკვე ნამდვილი ციხის ტუსაღებად გრძნობდნენ, ხოლო „ბადრაგებს“ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მათი მეგობრები ერქვათ, სადისტური ემოციები გაუჩნდათ. ექსპერიმენტი ორ კვირაზე იყო გათვლილი, მაგრამ ეთიკური მიზეზების გამო ვადაზე ადრე შეწყდა.