ყურადღებით იყავით! ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გექნებათ - რას უნდა ველოდოთ თვის ბოლოს?
მალე ცაზე „ლურჯი სუპერმთვარე“ გამოჩნდება - ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გექნებათ.
სუპერმთვარე მაშინ ხდება, როდესაც მთვარე ორბიტაზე ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან ახალი ან სრული ფაზისას.
თუ ეს ორი ფაქტორი ერთდროულად ხდება, მას „სუპერ ლურჯ მთვარეს ან „ლურჯ სუპერმთვარეს“ უწოდებენ. მეორე სუპერმთვარე 31 აგვისტოს დადგება და წინაზე 0,1 პროცენტით უფრო დიდი და კაშკაშა იქნება.
არცერთ მათგანს ლურჯი შეფერილობა არ ექნება და უფრო ნარინჯისფერი შესახედაობის იქნება.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ აგვისტოში მთვარე დედამიწის ჰორიზონტთან შედარებით ახლოს მოჩანს. მზის ჩასვლის მსგავსად, ამ ადგილას სინათლის უფრო მოკლე ტალღის სიგრძეები, მაგალითად ლურჯი, შემცირებულია, რადგან ისინი ატმოსფეროში იფანტება და რჩება უფრო გრძელი ტალღის სიგრძეები, მაგალითად, წითელი და ნარინჯისფერი.
ბოლოს ასეთი ლურჯი სუპერმთვარე ცაზე ხუთი წლის წინ ჩანდა, 2018 წელს; მაშინ მთვარე ჩვეულებრივზე წითელი იყო.
ტექნიკურად ამას „სუპერ ლურჯ სისხლისფერ მთვარეს“ უწოდებენ, რადგან ის არა მხოლოდ თვის მეორე სუპერმთვარე იყო, არამედ სრული დაბნელებისას მოხდა, როდესაც დედამიწის ჩრდილმა თავისი ბუნებრივი თანამგზავრი სრულად დაფარა. შემდეგი ასეთი მოვლენა 2037 წლის იანვარში მოხდება.