22 წლის იყო, თავში მძიმე დაზიანება მიიღო... - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ემოციური ვიდეო ვრცელდება
ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდში ცხოვრობდა. ის მიშო ჯალაბაძეა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.
ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მიშო ჯალაბაძე მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მართავდა.