თეგებით ძიება

ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი, დედის კივილი ცას წვდებოდა - რას წერს მასწავლებელი მარტვილში ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდზე?

მარტვილის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ გუშინ საღამოს ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

„კივილი... ტკივილი გაუსაძლისი... ტკივილი უსაშველო... კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით... კიდევ ერთი ტრაგედია... კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი.

აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა.

ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია...- ასეთ ემოციურ პოსტს უძღვნის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ მოზარდს აკო ჯაიანს სკოლის პედაგოგი ნუნუ სილაგავა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა