თეგებით ძიება

"რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია. ვაფრთხილებთ მოსახლეობას სიფრთხილე გამოიჩინონ რუს მიგრანტებთან“ - მაია ბუწაშვილი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ არსებობს საშიშროება რუსეთიდან შემოსული მიგრანტების მხრიდან აივ ინფექციის გავრცელების, რადგან რუსეთში შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა.

"რუ­სეთ­ში შიდსის გავ­რცე­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. იცით, რომ მიგ­რა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, იმის რის­კია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა მა­ღა­ლი იყოს. საკ­მა­ოდ, ხში­რია სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან.

ამი­ტომ, სულ ვაფრ­თხი­ლებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ახ­სოვ­დეთ, რუ­სე­თი ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც შიდსის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა, მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს დო­ნე­ზე კი უნდა გა­ი­ზარ­დოს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა ხში­რად უნდა გა­ვაფრ­თხი­ლოთ, რომ ახ­სოვ­დეთ ეს და­ა­ვა­დე­ბა. ასე­ვე, მიგ­რან­ტებს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად უნდა შევ­თა­ვა­ზოთ აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე კვლე­ვა, რათა დრო­უ­ლად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად და­ი­წყოს მათი მკურ­ნა­ლო­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა