თეგებით ძიება

ყველაზე შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

მორიელი – ტყუპი

ვექტორული კავშირების მიხედვით, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ზედაპირული, ცვალებადი ტყუპი ერთი შეხედვით ძლევამოსილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე მორიელის ბატონია, მორიელი კი თავის მხრივ მონა. რეალურად სწორედ ამ თავისი ჰაეროვნებით „იმონებს“ და წონასწორობას აკარგვინებს ტყუპი მორიელს და ამაშია მათი ურთიერთობის უმთავრესი პრობლემა. მორიელი ბუნებით ღრმა, ემოციური და ექსპანსიური ნატურაა, მაშინ როცა ტყუპი გამუდმებით იცვლის აზრებს, შეხედულებებს, გრძნობებს. ამ ორს შორის პრობლემა მუდმივად იქნება სწორედ ეს ემოციური დისბალანსი და აბსოლუტური პოლარულობა. მორიელი ვერასოდეს შეძლებს პარტნიორი ტყუპი ბოლომდე დაისაკუთროს და მართოს, როგორც ეს მას ახასიათებს ზოგადად პარტნიორულ ურთიერთობაში. ტყუპს კი თავის მხრივ ხშირად გააღიზიანებს მორიელის ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხომ თავისუფლება ყველაზე ძვირად უღირთ ამქვეყნად. ერთადერთ ნათელ წერტილად ამ ორს შორის შეიძლება ინტელექტუალურ-მენტალური კავშირის ალბათობა იქცეს. მორიელი ხშირად გამოირჩევა ერუდიციის მაღალი დონით, რაც ტყუპის ცნობისმოყვარე ბუნებას აიძულებს ხანგრძლივი დროით შეაჩეროს არჩევანი სწორედ ამ პარტნიორზე.

 

თხის რქა – სასწორი

მათი მთავარი პრობლემა ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი სხვაობა და ემოციური დისბალანსია. სასწორი რბილი, დამთმობი, რომანტიკული და სულით ხელოვანი ნატურაა. თხის რქა კი ცხოვრებას ზედმეტად რეალისტურად უყურებს. მისი შეხედულებები მტკიცე, სწორხაზოვანი და ძალზე მყარია. იგი არასოდეს იცვლის აზრს მარტივად და შესაბამისად, არ ესმის სასწორის ხასიათში დიპლომატიისა და ლოიალურობის გამოვლინება. თხის რქის აზრით, ცხოვრება შავ-თეთრია, სასწორი კი მას ცისარტყელას ფერებში ხედავს და პირქუშ სინამდვილეშიც ახერხებს დაინახოს ჰარმონიისა და რომანტიკის ნაწილაკები. თხის რქა ყოველივე ამას “ფუჭ ოცნებად” ნათლავს და ნაკლებად შესწევს ძალა, რომ სასწორის სულიერი მისწრაფებები გაიზიაროს. თხის რქის გვერდით სასწორი სიცივისგან „დაჭკნება“, მას სითბოს აშკარა გამოხატულება ესაჭიროება საიმისოდ, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი ქორწინებაში – კოცნა, მოფერება, ჩახუტება. თხის რქას კი ენის მოჩლექით საუბარი და ემოციების სახალხოდ დემონსტრირება ჭირის დღესავით სძულს. საერთო მახასიათებელი მათ ხასიათში სიჯიუტეა, რომელიც თხის რქის შემთხვევაში მართალია უფრო აშკარადაა გამოხატული, მაგრამ სატურნი – თხის რქის მმართველი პლანეტა ნუ დაგვავიწყდება რომ სწორედ სასწორის ნიშანში გადის ეგზალტაციის ზონას, ამიტომ სასწორის სიჯიუტე თხის რქისას არათუ ჩამოუვარდება, ხშირად აჭარბებს კიდეც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა