თეგებით ძიება

"ვერ ვაზიარებ იმ კაცის ფოტოს, ცოლს და სამ შვილს რომ უდგას ჭირისუფლად სანთლით ხელში..." - რას წერს ელისო ჯანაშია?

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჭაში დიდი ტრაგედია მოხდა.

"ვერ ვაზიარებ იმ კაცის ფოტოს, ცოლს და სამ შვილს რომ უდგას ჭირისუფლად სანთლით ხელში...

მიცვალებულის ბედს რომ ნატრობს და მკვდარიც რომ მასზე უკეთაა ახლა იმ კაცის... ნუგეშის ვერანაირ სიტყვას რომ ვერ იპოვი და უბრალოდ, თავდახრილი დუმხარ, თვალებსაც რომ ვერ გაუსწორებ მის უსაზღვროდ ტკივილიან თვალებს...

ასეთ დროს, ალბათ იმის რწმენა, რომ სადღაც,  იმიერში, უკეთ არიან და აქედან გავუნათებ იქაურობასო, ამის განცდა რომ არ შველოდეს, რა გადაარჩენდა ადამიანს...

კაცი სანთლით ხელში, იმ ქვეყნად  მყოფ ცოლ-შვილზე ლოცულობს...", - წერს ჯანაშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა