თეგებით ძიება

„ჩვენ ყველანი „თოჯინიანი კაცები“ ვართ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სიცოცხლის უფლება არ არის დაცული...“ - ნანა მახარაძე შოვის ტრაგედიაზე

რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს 1989 წლის 9 აპრილის აქციებში მონაწილე ნანა მახარაძე, რომელსაც ხელში შავი დროშა ეჭირა.

„23-ე დღე…

31 გარდაცვლილი და ორ ადამიანს ისევ ეძებენ…

„შოვის ტრაგედია“ ასე დაერქვა ამ თურმე მხოლოდ „სტიქიურ მოვლენას“ რომელმაც ოჯახები გაანადგურა… მთელი ქვეყანა დაადუმა…

„თოჯინიანი კაცი“ დარჩება ამ ტრაგედიის სიმბოლოდ და ვაი-ვიშით გავიხსენებთ თუნდაც ბევრი წლის მერეც რა მოხდა, როგორ ჩაყლაპა მიწამ ერთ წუთში ამდენი სიცოცხლე…

გავიხსენებთ და ვიტყვით: ეჰ,რას იზამ ცხოვრება გრძელდება, უნდა გავუძლოთ და ამ კაცის სახელი და გვარიც კი დაგვავიწყდება…

საერთოდ ცხოვრება ამირია ამ ტრაგედიამ… მე რომელსაც ბევრი სიკვდილი მაქვს ნანახი…

რატომ ვერ ვიგებთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად და სათითაოდ ვართ სხვადასხვა „ნიღაბს“ ამოფარებული „თოჯინიანი კაცები“ ქვეყანაში სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სიცოცხლის უფლება არ არის დაცული…

მიდის ხომ ცხოვრება?…

კი მიდის…

სადღაც ჩვენ გვერდით მიჰქრის ჩვენ გარეშე…

„თოჯინიან ადამიანებთან“ ერთად…“, – წერს ნანა მახარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა