თეგებით ძიება

"ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან" - შარლ მიშელი

გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა დავისახოთ მკაფიო მიზანი. მჯერა, რომ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის გაფართოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია.

„ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ გაფართოებას ევროსაბჭოს მომავალ სხდომებზე. ჩვენი პოზიციაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ასევე, ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა არ არის ადგილი წარსული კონფლიქტებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენს ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სურთ, შთაგონებული იყვნენ უფრო ნათელი, სამართლიანი, აყვავებული მომავლით და შეუერთდნენ ჩვენს კავშირს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა