თეგებით ძიება

მშვიდობის გარანტია ტრამპის დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე "შეთანხმების" დადებას მოითხოვს და უარყოფს უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას და კიევის პრეტენზიებს ოკუპირებულ ყირიმზე.

"ჩვენ უნდა გავაფორმოთ შეთანხმება რუსებთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რათა უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ, მაგრამ არა ნატოში გაწევრიანება“, - განაცხადა ორბანმა ინტერვიუში, რომლის ნაწილსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

მისივე თქმით, "მშვიდობის საუკეთესო გარანტია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა".

ორბანის პრორუსულ განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება უკრაინაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინა არ ვაჭრობს ტერიტორიებით და რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დაისჯება უკრაინაში ჩადენილი ბოროტებისთვის.

”ჩვენ არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით. და არც მსოფლიო ვაჭრობს. და რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორი საჯარო ადვოკატებიც არ უნდა დაიქირაოს, აუცილებლად აგებს პასუხისმგებლობას უკრაინელების მიმართ ჩადენილი ყველა ბოროტებისთვის“ აცხადებს ნიკოლენკო ორბანის პასუხად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა