„ფემინიზმის და მატრიარქატის აღზევების ეპოქაში, ბედავთ ქალი პრეზიდენტის ბულინგს, ამას არ დავუშვებთ!“ - იუნა შაფათავა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალური ქსელის მეშვეობით მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
„ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა ჩემს პრეზიდენტს.
მრცხვენია ჩემი მთავრობის, თქვენ ხართ სექსისტი, მაჩო, გოიმი იმპოტენტები.
საქართველოს მთავრობა, თქვენ არ იმსახურებთ სალომე ზურაბიშვილს.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე ასეთ გოიმტრესტ ‘მინისტრთა კაბინეტს’.
თქვენ, არ იმსახურებთ ქართველი ხალხის მმართველობას.
მე, Yuna Shapatavaს, მრცხვენია, რომ ჩემი ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილია პრემიერი სამჯერ და ქართული ოცნების დროშა, არ არის საქართველოს სახელი.
თქვენ ხართ ქართველი ხალხის დიდი შეცდომა და მე მრცხვენია, რომ ვერაფერს ვცვლი.
თქვენი ვიზიტია სირცხვილი, საქართველოს სახელით, საზღვარგარეთ, სამარცხვინო ბლუკუნით და ნულოვანი ლობით და PR-ით. ნულოვანი შიდა და საგარეო პოლიტიკით, ოროსანო დებილებო.
თქვენ არ იმსახურებთ ქართველ ხალხს.
ფემინიზმის და მატრიარქატის აღზევების ეპოქაში, ბედავთ ქალი პრეზიდენტის ბულინგს, ამას არ დავუშვებთ და ვგმობ ამას, როგორც ქალი, როგორც თანამედროვე!!!
ყველაზე სამარცხვინო კაცების პროვოკაცია ხართ, ამას ვამბობ მე და პირადად მიცნობთ. იქ რომ ვიყო, სახეში გეტყოდით და ხმას ვერ გამცემდით პასუხად.
არ იმსახურებთ ქართველი ხალხის მართვას.
მე ჩემი პრეზიდენტის მხარეს ვარ, მდინარაძე ვინ ვირის ფეხია, რა იცის, რა ისეთი გამოცდილება აქვს, სალომე ზურაბიშვილს თითს უქნევდეს და კომენტარს აკეთებდეს, ჩემი დიადი წინაპრების საამაყო წარმომადგენლის მიმართულებით!
თქვენ ხართ ფულს დამშეული ხამები და მონები. თანამდებობის მონები, ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ!
სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა ჩემს პრეზიდენტს.
სალომე ზურაბიშვილია საქართველოს სახე და ხმა, ამიტომ გიჟდებით, ფეხებზე კიდიხართ მსოფლიოს, სალომე რომ არა! სულ ათი ქალი რომ იდგეს სალომეს მხარეს, ჩემი ჩათვლით, თქვენს ორ დებილ ინტელექტნაკლულ ქრომოსომას ასჯერ გადაწონის სალომე ზურაბიშვილი“, - წერს იუნა შაფათავა.