თეგებით ძიება

მობილიზაციის შიშით რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეების გამო, თბილისსა და ერევანში ქირა ძვირდება - Euronews

თბილისი და ერევანი რუსებისთვის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად რჩება. ამის გამო კი ქირის ფასი ორივე ქალაქში ძვირდება. ამის შესახებ ვრცელ სტატიას Euronews-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მობილიზაციის შიშით რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეები თავს სწორედ ამ ორ ქალაქს აფარებენ.

ამის გამო, როგორც გამოცემა წერს, თბილისის ქირის ფასები, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთისა და უკრაინის ომის დაიწყო, 60-70%-იანი მატების შემდეგ, სტაბილიზებულია, ხოლო ერევანში ორ-ოთახიანი ბინის ყოველთვიური ქირის ფასი ამჟამად 800-900 ევროს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 23.5%-ით მეტია.

Euronews-ი წერს, რომ საქართველო კვლავ ყველაზე ხელმისაწვდომ დანიშნულების ადგილად რჩება რუსებისთვის, რადგან მათ ვიზის გარეშე აქ 360 დღე შეუძლიათ დარჩნენ, ხოლო მეზობელ ქვეყანაში ხანმოკლე ვიზიტით გადასვლის შემთხვევაში, ეს დრო თავიდან აითვლება.

გამოცემის ცნობით, თბილისში სტანდარტული საცხოვრებლის ფასი 450 ევროდან იწყება და მაღალი კლასის ბინების ღირებულება თვეში შესაძლოა, 2 700 ევროსაც აღემატებოდეს.

რაც შეეხება სომხეთს, დედაქალაქში ოროთახიანი ბინის ყოველთვიური ქირა ამჟამად 850 ევროა. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე შევიდნენ და წელიწადში 180 დღემდე დარჩნენ. 10%-იან გადასახადს კი, რომელიც ამჟამად კადასტრში იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაციისას სავალდებულოა, როგორც წესი, მოიჯარეები იხდიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა