თეგებით ძიება

„ქვეყანაში ყოველი მე-9 დასაქმებული მშენებლობის სექტორიდანაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ სფეროში რყევები არ ხდებოდეს“

„ქვეყანაში ყოველი მე-9 დასაქმებული არის მშენებლობის სექტორიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ სფეროში რყევები არ ხდებოდეს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამშენებლო სექტორს ქართულ ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილი აქვს, მათ შორის დასაქმების მიმართულებით.

„მხოლოდ სამშენებლო კომპანიები 123 ათას ადამიანს ასაქმებენ. ამას თუ დავამატებთ ისეთ სექტორებს, როგორებიცაა: ბეტონის წარმოება, ცემენტის წარმოება და სხვა, დასაქმებულთა რაოდენობა ავა 150 000 კაცზე“, - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

რაც შეეხება რყევებს, როგორც გიორგობიანი აცხადებს, გასული წელი  ამ სექტორისთვის გამოწვევა იყო.

„მოგეხსენებათ, ტენდერების ნაწილში მნიშვნელოვანი ვარდნა გვქონდა. კომპანიების 30%-ზე მეტი ზარალზე გავიდა. როდესაც ქართული კომპანიები გვყავს დაბალკაპიტალიზირებული, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ის 8 მილიარდი ლარი, რომელიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯებისთვის, აითვისონ და ამ 8 მილიარდის წარმოება შექმნან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება“, -  განმარტა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა ეროვნულ მიზნად დაისახავს, რომ ამ სექტორში სუვერენიტეტს მიაღწიოს, ამით სარგებელს მიიღებს გადასახადის ყველა გადამხდელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა