„ნაცების დრო 1:1 ში“ - იუნა შაფათავა უკრაინაში ქართველი კაცის მკვლელობაზე
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში ქართველი კაცის მკვლელობას და წერს.
„ძალიან ძალიან ვწუხვარ, სრული მარაზმი, ქართველის მკვლელობა უკრაინული პოლიციის მიერ.
იქნებ მოგვცენ განმარტებები!!!!!
ნაცების დრო 1:1 ში.
მაინც, რომ ვიცოდეთ. გუშინ საღამოს, უკრაინის ქალაქ დნეპრში, ნაგოიანის გამზირზე, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციის პატრულის მიერ გაჩერებული იქნა "იაგუარის" მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელი იყო ქ. პეტრიკოვკის მაცხოვრებელი ჯუმბერ სილაგავა. აღსანიშნავია, რომ საჭესთან იყო მისი უკრაინელი მეუღლე. ჯუმბერ სილაგავასთან შელაპარაკების შედეგად, პოლიციელის მიერ ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით გასროლის გზით, ის ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული, მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თვალწინ“, - წერს შაფათავა.