თეგებით ძიება

დღეს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"1 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება", - წერს ადმინისტრაცია.

მანამდე კი, გუშინ, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში გაიმართა.

შეგახსენებთ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტნა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები დაიწყო. თუმცა, მას საქართველოს მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა. მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა