თეგებით ძიება

"მეუღლე არ მყავს, მეგობრებო, შეყვარებული და საყვარელი მამაკაცი მყავს" - ალექსანდრა პაიჭაძე პირადზე

გასულ კვირას, ალექსანდრა პაიჭაძის ორაზროვანმა პოსტმა საზოგადოებაში გააჩინა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის რჩეულს, ბიზნესმენ დათო კოდუას დაშორდა.

"დაუჯერებელია, მაგრამ ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს…“, - დაწერა მოდელ,ა.

მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

ახლახან, მან ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა.

"ქმარი, მეუღლე არ მყავს, მეგობრებო. შეყვარებული და საყვარელი მამაკაცი მყავს. არაფერი დასრულებულა. რატომ ყვებით ვიღაცის სისულელეებს, ჩემი უფრო გჯერათ, თუ ბოროტი დეიდების? თუ დავასრულებ, ამასაც დავაანონსებ, დიდის გულის ტკივილით. არ მერიდება,“ - ვკითხულობს პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა