თეგებით ძიება

ჩვენთვის იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში, პირადად ვარ ჩართული სარჩელის მომზადებაში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, შესაბამისი დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ ორშაბათს წარედგინება. კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროცედურები და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში.

"ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რეგლამენტის შესაბამისად და როგორც კი კომიტეტი დაადასტურებს ხელმოწერების ნამდვილობას, მაშინვე უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის დღეების საქმე. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადად არის ჩართული სარჩელის მომზადებაში - მეც ვარ ჩართული პირადად კი - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს. 

"საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მოგვცემს სამომავლოდაც რეაგირების საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რა არის შემდგარი ფაქტი, უბრალოდ ამას სჭირდება სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურება. ეს არის ჩვენი წარდგინების შინაარსი და ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა