თეგებით ძიება

ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ - ჯოზეფ ბორელი

„მინდა, ამ მნიშვნელოვან მომენტში ძალიან გარკვევით ვთქვა - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიფიგნზე განაცხადა. 

„ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით. ეს, თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველო ევროპის კავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს, გადამწყვეტი მომენტი დროა თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში, ევროკავშირი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს პროგრესს. მინდა, ამ მნიშვნელოვან მომენტში ძალიან გარკვევით ვთქვა - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

კარი ღიაა და გვინდა, რომ ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა და სტატუსის მიღება საჭიროებს სერიოზულ რეფორმებს და ჯერ კიდევ საკმაო სამუშაოა შესასრულებელი. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის 12 პრიორიტეტი, რომელიც ბოლომდე უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა