ბორელი იმიტომ ჩამოვიდა, რომ გვითხრას-სტატუსი იქნება, ოღონდ მანამდე მეტი მავნებლობები არ ჩაიდინოთო - რომან გოცირიძე
პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„დაიწყეს ინტელექტუალური მკითხაობა-ბორელი იმიტომ ჩამოვიდა, რომ გვითხრას, სტატუსი არ იქნებაო. სისულელე.
სტატუსის არმოსაცემად არ ჩამოდიან ქვეყანაში. ამის თქმას რამენაირად მოახერხებდნენ სხვა არხებით.
ბორელი იმიტომ ჩამოვიდა, რომ გვითხრას-სტატუსი იქნება, ოღონდ ცოტა ხელი გაანძრიეთ და მანამდე მეტი მავნებლობები არ ჩაიდინოთო.
უნიკალური ვითარება შეიქმნა-აქეთ გვეხვეწებიან და ეს მავნებლები ( მთავარი მავნებელი) მხოლოდ პირად ინტერესებზე ფიქრობენ“ - წერს გოცირიძე.