15 წლის გოგოს შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოების გაყიდვის გამო 1 პირი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეობის გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული თანხის ჩარიცხვის შემდეგ მყიდველს 15 წლის გოგოს შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა", - წერია განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.