„ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს - რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა“ - რას წერს სააკაშვილი?
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს.
ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: ‘’რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი’’.
მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს.
ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს
- რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა“ - წერს სააკაშვილი.