თეგებით ძიება

„გთხოვთ, ბევრს ანახეთ ეს ფოტოები, იქნებ შერცხვეთ მათ, ვისაც უნდა შერცხვეს“ - ეკატერინე ლომიძე

ჟარგონზე ვიტყვი, გამიტყდებოდა ჩემს შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში პირველ დღეს ჩარტერული რეისით რომ  ვაცილებდე და თან იმ ქვეყნის პრემიერი ვიყო, სადაც ჯერ კიდევ ასეთი სკოლებია - ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს:

„ეს ფოტოები დღეს, 2023 წლის 8 სექტემბერს გადავიღე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში, საჯარო სკოლაში, რომელიც უკვე, მგონი, ას წელზე მეტს ითვლის. მასწავლებლებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საღებავი და საკუთარი ხელითვე ღებავენ, რომ ახალ სასწავლო წელს ბავშვებს როგორმე საზეიმო განწყობა შეუქმნან. უფრო ვრცლად ამ სკოლის და სოფლის შესახებ სხვა ფორმატში გიამბობთ. დღეს კი, ვერ მოვითმინე, რომ ეს ფოტოები არ გამომეფინა და ჩემი თვალით ნანახზე არ მეთქვა. არ ვიცი რა უნდა დავარქვა  და რატომ ვერ შეძლო ამ სოფლის ბავშვებისთვის ნორმალური სკოლის აშენება ვერც 9 წელი რომ იყო იმ მთავრობამ და ვერც იმან, 2012 წლიდან დღემდე რომ არის და ყველაფერს მაინც წინამორბედს აბრალებს. ძალიან სამარცხვინოა. რა ევროკავშირი, რა ევრორეკომენდაციების შესრულება? სოფელში, სადაც საოცრად ნათელი ბავშვები ცხოვრობენ და პედაგოგებს მათთვის სული და გული არ ენანებათ ყველასგან მიტოვებული, მივიწყებული და განწირულია. იბრძვის ეს ხალხი, მხოლოდ საღებავით და ჯაგრისით, ან დაფასთან ცარცით კი არა, ყველა ფორმით იბრძვიან და ცდილობენ როგორმე მიაღწიონ შედეგს, რომ მათ შვილებს და მოწაფეებს მომავალი ჰქონდეს და იძულებული არ გახდნენ ისევე გაიქცნენ, როგორც ბევრმა დატოვა ეს ქვეყანა. 

ჟარგონზე ვიტყვი, გამიტყდებოდა ჩემს შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში პირველ დღეს ჩარტერული რეისით რომ  ვაცილებდე და თან იმ ქვეყნის პრემიერი ვიყო, სადაც ჯერ კიდევ ასეთი სკოლებია. 

ვიცი, დიახ, ვიცი, რომ წულუკიანები, ღარიბაშვილები და მათი ქლესა ქვეშევრდომები ჩემზე იტყვიან, რომ მე ამ ქვეყნის მტერი ვარ, მეტიც, ნაცობასაც დამაბრალებენ (მე რომ ამას დამაბრალებ, სულ ცოტა ავად ხარ), მაგრამ ხომ ჩანს ვინ მტერია და ვინ მოყვარე, თან განა მხოლოდ ქვეყნის, საკუთარი თავისაც?!

პ.ს. ნინო ლომჯარიამ პარტია შექმნაო, თუ რაღაც ამდაგვარი და მე გამეცინა, სადაც იყო, იქ არ ვარგოდა-მეთქი. ამიტომ არ ვარგოდა, თუნდაც, რომ ასეთ რეალობას არ ან ვერ ამჩნევდა და ყოველწამს თვალწინ არ უფრიალებდა ხელისუფლებას. კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლაც შემიძლია, მაგრამ ეს პოსტი არც ლომჯარიაზეა და ნურც ის ხალხი შეეცდებით "ჭკუა მასწავლოთ" თქვენი "ბაბლის" (ვერ ვიტან ამ სიტყვას) იქით რომ არაფერი გინახავთ, ან ვერ ხედავთ. 

გთხოვთ, ბევრს ანახეთ ეს ფოტოები, იქნებ შერცხვეთ მათ, ვისაც უნდა შერცხვეს. იმედი კი არ მაქვს, მაგრამ მაინც“ - წერს ეკატერინე ლომიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა