თეგებით ძიება

17 სექტემბრიდან პოლონეთი რუსულნომრიანი მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

პოლონეთი 17 სექტემბრიდან, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ქვეყანაში შესვლას აკრძალავს – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.

ცნობისთვის, გასულ კვირას რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. მსგავსი აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც.

ევროპული ქვეყნები მსგავს გადაწყვეტილებებს ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ იღებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ევროკომისიამ რეკომენდაცია 8 სექტემბერს გამოსცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა