თეგებით ძიება

პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს - პატა მანჯგალაძე

პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი", რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის ჩვენი ევროპული კურსის დივერსია. იმპიჩმენტს ორი მიზეზი აქვს: უნდათ პარტნიორებს უთხრან, რომ ზურაბიშვილი არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას, რომ იქნებ ამის ფონზე შეძლონ და ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მეორე მიზანია, შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაფარვა უნდა ვაღიაროთ, რომ კობახიძემ კარგად იცის კონსტიტუცია და ახლა უნდათ ყველამ ილაპარაკოს, 52- ე მუხლი მორევა თუ 72- ე. ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემები და გამოწვევებია, ვიდრე კონსტიტუციის დეტალებზე დებატები", - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა