ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - რას აცხადებენ კლინიკაში?
შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში განაცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, გვიან ღამით მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.