"ქართველ მამაკაცებთან რომანი კი სამუდამოდ დავასრულე“ - რა ვიდეოს აქვეყნებს იუნა შაფათავა?
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა, სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ვიდეო ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც 2013 წლითაა დათარიღებული და მის პროექტზე საუბრობს, რომელიც ვერ განახორციელა.
"მე, 2013
როცა პოლიტიკაში გამსრისეს უკვე,
ოცნების გოიმებს თვალებში ვებლანდებოდი და ნაცები მეუბნებოდნენ- ოჰ, Yuna, არ გაგახარებენ ესენი, მიუღებელი ხარ მათთვის…
პირველი ქართული ეროტიკული არხის გახსნა რომ მინდოდა, ფულის გაკეთება, სექსის იმპერიის აშენება და ყველას ნერვებზე ვთამაშობდი.
ნეტავ ახლა გამოვიყურებოდე ასე, სხვა არაფერი მინდა.
Girl, love you
რა კარგად დაიწყო ამ HOT პორტალმა, რატომ გაქრა, ძალიან ვერთობოდით.
პს აი ქართველ მამაკაცებთან რომანი კი სამუდამოდ დავასრულე, აქ ჯერ კიდევ გინდობდით", - წერს მსახიობი.