თეგებით ძიება

„ბავშვებს საქართველოში აღარავინ ჰყავთ, ნათლიამ წაიყვანა... “ - დოლიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

გუშინ, თბილისში, დოლიძის 27 ნომერში 55 წლის კაცმა, ყოფილ მეუღლეს და ყოფილ სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორივე მოკლა. მოგვიანებით კი, იმავე იარაღით თავადაც თვითდაზიანება მიიყენა. მკვლელობას არასრულწლოვანი შვილებიც შეესწრნენ.

ადგილობრივი ჰყვება, რომ არასრულწლოვან გოგოებს საქართველოში ნათესავი აღარ ჰყავთ. ისინი დროებით ახლა ნათლიასთან იმყოფებიან, დედის და ბებიის დაკრძალვის შემდეგ კი სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

„რა მოხდა მაგ ოჯახის ამბავი ახლა მხოლოდ ღმერთმა იცის. გოგოების თვალწინ მოხდა ტრაგედია. ბავშვებს დედის მხრიდან აღარავინ არ ჰყავთ საქართველოში, მამის მხრიდან ბებია და და ამერიკაში ჰყავთ. 13 და 11 წლისები არიან. 

ბავშვები ნათლიამ წაიყვანა, არ იცოდნენ, რომ დედა და ბებია გარდაიცვალნენ. სასწრაფომ, რომ ჩამოასვენა უთხრეს დაჭრილები არიან, ყველაფერი კარგად იქნებაო. დღეს მამაო უთხრა, 7საათზე ტაძარში რომ მიიყვანეს.

ორგანოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ დაკრძალვამდე ბავშვები შესაძლებელია ნათლიასთან იყვნენ, მაგრამ, დაკრძალვის შემდეგ სოციალური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ არ იქნებიან, მანამ სანამ, ვინმე ოჯახის წევრი არ ჩამოვა საქართველოში. მამის დედა და უნდა ჩამოვიდეს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა