მოდელი კოდუას შემთხვევითი ქალი იყო? - როგორ აქტიურობს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში?
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე, Instagram გვერდზე ახალ სთორებს გვიზიარებს. როგორც ჩანს, მისი და დავით კოდუას შვილი ვიკი ადრე იღვიძებს.
„07:00 საათი“,- წერს ალექსანდრა.
რამდენიმე დღეა მედიაში აქტიურად განიხილავენ ალექსანდრა პაიჭაძის და დავით კოდუას წყვილის ამბავს, ამის მიზეზი კი ერთი ფოტო გახდა, სადაც დავით კოდუა ოჯახთან ერთად და ყოფილ მეუღლესთან ერთად არის გადაღებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. კომენტარი გააკეთა დავით კოდუას დედამაც და თქვა, რომ მის შვილს ოჯახი არასდროს მიუტოვებია და ალექსანდრა შემთხვევითი ქალი იყო.