თეგებით ძიება

რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ფიქრობს, მოიმოქმედებს, პრეზიდენტი ყველაფერს „უპრავებს“ - კალაძე ზურაბიშვილზე

ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად უნისონშია რადიკალურ ოპოზიციასთან - რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ფიქრობს, მოიმოქმედებს, პრეზიდენტი ყველაფერს „უპრავებს“ და მაქსიმალურად ცდილობს, იგივე დღის წესრიგი და მესიჯი ჰქონდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„2 დღეა ვისმენთ განცხადებებს ნათია თურნავასთან მიმართებით. ეს არის პირდაპირ უხეში ზეწოლა დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელზე. ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია და ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ ნათია თურნავა წარადგინა ამ თანამდებობაზე. ერთ-ერთი ადამიანი ვიყავი, ვინც სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო. სამწუხაროდ, ვხედავთ, როგორი პრეზიდენტია. ის დაკავებულია მავნებლობით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა