თეგებით ძიება

რატომ არ შეიძლება, მოსწავლემ საუზმეზე მუქი ჩაი და ტკბილი ორცხობილები მიიღოს - რჩევები მშობლებს

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა "შუადღის" ეთერში საუბრობს, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშობლები მოსწავლეებისთვის საუზმის მომზადებისას:

საუზმეზე პირველი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, ეს მუქი შეფერილობის ჩაია. ანუ კოფეინით გაჯერებული პროდუქტი, რომელიც ბავშვთა ასაკისთვის არც ისე სასარგებლოა, თავისი მოქმედებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში დღის განმავლობაში ბავშვს ხელს უშლის როგორც სწავლასა და ათვისებაში, ასევე აფერხებს ზრდა-განვითარების ეტაპებს. მეორე დაშვებული შეცდომა შეიძლება, ნახშირწყლებით გაჯერებული საკვებია.

აქ იგულისხმება ტკბილი ორცხობილა, კექსი, ნამცხვარი და სხვა ისეთი პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.

ხილი არ იგულისხმება. ხილში არსებული შაქარი და რაფინირებული შაქარი საკუთარი მოქმედების ეფექტით აბსოლუტურად განსხვავდება. გლუკოზა და ფრუქტოზა აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტებია. შესაბამისად, ფრუქტოზის დაშლა ორგანიზმისთვის ბევრად უფრო მარტივია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა