თეგებით ძიება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გლდანში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გლდანში მომხდარ ინციდენტის დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას შეხვდება და ინციდენტისას პოლიციელის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გაესაუბრება.

„შეტყობინებაზე, რითაც სახალხო დამცველმა მოგვმართა, მოხდება რეაგირება და გამომძიებელი დაკავებულს შეხვდება“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ინფორმაციისთვის, გუშინ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. 

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. 

შსს-მ ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა