იტალიის ექსპრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო 98 წლისა გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო 98 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Politico იტყობინება.
ნაპოლიტანო სხვადასხვა დროს იყო იტალიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, 2006-2015 წლებში კი, ზედიზედ ორი ვადით, იტალიის პრეზიდენტი.
ჯორჯო ნაპოლიტანოს გარდაცვალების გამო მის ახლობლებსა და ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, იტალიის ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.