როგორ ჩავალაგოთ საკოლის ჩანთა, რომ ბავშვს მისი ტარება გაუადვილდეს - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი გვირჩევს
მძიმე სასკოლო ჩანთების ტარებამ მოზარდებში შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჭოლოკავა გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორი უნდა იყოს სასკოლო ჩანთა, მაქსიმუმ რა სიმძიმის ტარებაა რეკომენდებული, რომ ბავშვის ჯანმრთელობა არ დააზიანოს და რა პრინციპით უნდა ჩავალაგოთ იქ სხვადასხვა საგანი:
ჩანთის წონა ბავშვის წონის 10-11%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბავშვი 20 კილოა, ჩანთა 2 კილო უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი სასკოლო ინვენტარი, წიგნები ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ, სპეციალისტები სხვადასხვა რჩევას გვაძლევენ. პირველ რიგში, ამოიღეთ ჩანთიდან ის, რაც ზედმეტია. მაგალითად, 2 საშლელი, ბევრი ფანქარი და ასე შემდეგ. თუ ესეც არ ამცირებს, იფიქრეთ, ხომ არ არის სკოლაში რამის დატოვება შესაძლებელი, რომ ბავშვმა არ ატაროს.