თეგებით ძიება

"თავი აარიდეთ ბევრი ხალხის თავშეყრის ადგილებს“ - ნახეთ, კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი.

ვერძი 

მეტს იფიქრებთ საკუთარ ცხოვრებაზე, სამუშაოსა და ურთიერთობებზე, თუმცა კარდინალურად რაიმეს შეცვლას ჯერ ვერ შეძლებთ. ეცადეთ მეტად ყურადღებით იყოთ წვრილმანების მიმართ. უყურადღებოდ არ დატოვოთ საკუთარი ჯანმრთელობა.

კურო 

ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა, იდილიურ სასიყვარულო ატმოსფეროს შექმნის. ენერგია მოგემატებათ. ურთიერთობებში ადვილად აიცილებთ უსიამოვნებას, თუ გაითვალისწინებთ მეგობრების რჩევებს

ტყუპები 

ენერგიის მომატება ხელს შეუწყობს ახალ იდეები ჩამოყალიბებასა და ახალი კავშირების დამყარებას. ახალს ნურაფერს შეიძენთ და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. კარგი დროა მოძველებული ურთიერთობებისა და გამოუსადეგარი ნივთებისგან გასათავისუფლებლად.

კირჩხიბი 

თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზრდება, რაც სასიყვარულო პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. უჩვეულო ემოციური მოთხოვნილებები ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. დაქვეითდება ფსიქოსომატური მდგომარეობაც, რაც მეტ ყურადღებასა და დასვენებას მოითხოვს.

ქალწული 

ოჯახურ, სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. კარგი დროა მკურნალობის დაწყებისთვის.

სასწორი 

განსაკუთრებულ მოგებას მოგიტანთ კომერცია და პირადი ბიზნესი. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებს და ეცადეთ თავი შეიკავოთ ინტრიგებისა და საიდუმლო საქმიანობისაგან. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობები დროულად მოაგვარეთ. ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.

მორიელი 

პროფესიულ სარბიელზე მრავალი ახალი იდეა გექნებათ, თუმცა წინასწარ აირჩიეთ მიზანიც და სამოქმედო ტაქტიკაც სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს ერიდეთ. დასასვენებლად გამგზავრება ან მივლინება კი, ოჯახის წევრებთან ერთად სჯობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა